მედია: ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების შედეგად დაჯგუფება 50 მძევალს 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ გაათავისუფლებს
21/11/2023 18:45:32 მსოფლიო
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების შესახებ სავარაუდოდ შეთანხმება შედგა, – იუწყება BBC ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, „ჰამასი“ 50 მძევალს, ძირითადად, ბავშვებსა და ქალებს გაათავისუფლებს, 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევდა:
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული დამარცხებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნებას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ 45-დღიანი კამპანიის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც არ მიფიქრია მძევლებზე“.


