იოავ გალანტი: ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს
21/11/2023 16:51:01 მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადებს, რომ მძევლებთან დაკავშირებით ისრაელს რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს.
„ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ „ჰამასის“ სრული დამარცხებისკენ და ვუახლოვდებით მძევლების სახლებში დაბრუნებას. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ჩვენ ყველას მოგვიწევს რთული, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ 45-დღიანი კამპანიის განმავლობაში არ ყოფილა მომენტი, როდესაც არ მიფიქრია მძევლებზე“, – განაცხადა გალანტმა.
დღეს ისრაელის სამხედრო კაბინეტი მძევლების გათავისუფლების საკითხის განსახილველად იკრიბება.


