რუსეთმა მოლდოველ ოფიციალურ პირებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
21/11/2023 12:45:23 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვას რიგი ოფიციალური პირებისთვის ქვეყანაში შესვლა შეზღუდა. ამ გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო მოლდოვაში რუსული მედიარესურსებზე წვდომის დაბლოკვნით ხსნის.
20 ნოემბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს მოლდოვის ელჩი მოსკოვში ლილიან დარიუსი. მას "მტკიცე პროტესტი" გამოუცხადეს იმის გამო, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლდოვა "აგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას რუსულენოვანი მედიის მიმართ", კერძოდ, იბლოკება მათ ინტერნეტ–საიტებზე წვდომა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა ელჩს, რომ „ასიმეტრიული ღონისძიების“ სახით, რუსეთმა დაბლოკა მოლდოვადან „არაერთი ოფიციალური პირის“ შესვლა რუსეთში. უწყებაში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად ვისზე ვრცელდება ეს აკრძალვა.
მოლდოვური მედიის ცნობით, საუბარია სახელისუფლებო პარტიის 11 დეპუტატზე.
მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ ზახაროვმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გააგრძელებს მოლდოვური საინფორმაციო სივრცის დაცვას ჩარევისგან, „მიუხედავად მოსკოვის გადაწყვეტილებებისა და რეაქციისა“.
„ჩვენ პირობას ვდებთ, რომ გავაგრძელებთ ჩვენი საინფორმაციო სივრცის დაცვას ყოველგვარი გარე ჩარევისგან და ვინარჩუნებთ მტკიცე პოზიციას დეზინფორმაციის, ჰიბრიდული თავდასხმებისა და ჩვენს ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ“, - განაცხადა ზახაროვმა.
მოსლოვაში რუსული მთელი რიგი პროპაგანდისტული მედიარესურსები დაბლოკეს.


