Astra: ოკუპირებულ გორნოსტაევკაში დაკავებული ყოფილი უკრანელი სამხედრო სავარაუდოდ, წამებით მოკლეს
21/11/2023 11:08:45 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურე რუსლან რუსნაკი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის დააკავეს და დაკითხეს რუსეთის უშიშროების ძალებმა ხერსონის ოლქის ოკუპირებულ სოფელ გორნოსტაევკაში.
როგორც ტელეგრამ–არხი Astra იუწყება, 27 წლის მამაკაცი გარდაიცვალა უკრაინის გორნოსტაევსკის პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც საოკუპაციო ადმინისტრაციამ გახსნა "რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილება".
უკრაინელი სავარაუდოდ, წამებით მოკლეს.
რუსნაკი დააკავეს ეჭვმიტანილის სტატუსით, თითქოს მან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მიაწოდა ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელსაც ნოემბრის დასაწყისში უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. შენობის მისამართი (ტორგოვაიას ქ. 12) საჯაროდ ხელმისაწვდომია ინტერნეტში.
13 ნოემბერს პოლიციის სამმართველოს შენობაში უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებული ორი საბრძოლო მასალა აფეთქდა, რამაც დააზიანა რუსეთის უშიშროების ძალების კუთვნილი ორი მანქანა, ასევე შენობის კიბეები და ფანჯრები.


