მედია: ახალგაზრდა კაცმა მოსკოვის ცენტრში მოიკლა თავი ჯარში გამოძახების შემდეგ
21/11/2023 10:02:44 მსოფლიო
მოსკოვის 23 წლის მკვიდრმა რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, მსროლელთა კლუბში მოიკლა თავი მას შემდეგ, რაც სამხედრო სამსახურში გამოძახების თაობაზე უწყისი მიიღო,– იუწყება ტელეგრამ–არხი "ბაზა".
არხის ცნობით, ახალგაზრდა კაცმა, სახელად მარკმა, მარკსისტკაიას ქუჩაზე მდებარე კლუბ "ვისტრელში" ჩაიდინა სუიციდი.
სიკვდილამდე მან მეგობრებს მისწერა, რომ ჯარში გამოიძახეს, თუმცა არ სურდა არმიაში გაწევრიანება.
წყაროების ცნობით, მარკი კომისარიატში ნივთებითურთ 21 ნოემბერს უნდა გამოცხადებულიყო.
ტელეგრამ–არხ 112-ის ცნობით, ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე მარკის მეგობრებმა დარეკეს მსროლელთა კლუბში და გააფრთხილეს თანამშრომლები ბიჭის თვითმკვლელობის განზრახვის შესახებ, მაგრამ "მათ ეს ხუმრობა ეგონათ".


