Accentnews.ge
მედია: ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის მიმართვას შენგენის ზონის გავლით რუსი დიპლომატების მოგზაურობის აკრძალვის თაობაზე

მედია: ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის მიმართვას შენგენის ზონის გავლით რუსი დიპლომატების მოგზაურობის აკრძალვის თაობაზე

21/11/2023 09:40:12 მსოფლიო

ევროკავშირი განიხილავს ჩეხეთის მიმართვას შენგენის ზონის გავლით რუსი დიპლომატების მოგზაურობის აკრძალვის თაობაზე, – იუწყება The Financial Times.

გამოცემის წყაროს ცნობით, ჩეხეთი მოუწოდებს მოკავშირეებს, რომ რუს დიპლომატებს ვიზები და ბინადრობის ნებართვა გასცეს მხოლოდ იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი მუშაობენ. გარდა ამისა, ჩეხეთის წარმომადგენლებს სურთ, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა დიპლომატებისგან მიიღონ მხოლოდ ბიომეტრიული პასპორტები, რომელთა გაყალბება უფრო რთულია.

"ჩეხეთმა თავისი იდეა ახსნა იმით, რომ მის ტერიტორიაზე ჩამოდიან რუსეთის გრუ-ს (სამხედრო დაზვერვის) და სხვა სამსახურების აგენტები, ხოლო შენგენის ზონაში ამის კონტროლი ძნელია", განაცხადა გამოცემასთან საუბრისას ევროკავშირის დიპლომატმა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩეხეთი დააყადაღებს 50-ზე მეტ ობიექტს, რომლებიც რუსეთის ფედერალურ სახელმწიფო კომპანია „გოსზაგრანსობსტვოს“ კუთვნილებაშია. ქვეყნის მთავრობამ ამ კომპანიის წინააღმდეგ ეროვნული სანქციები დააწესა. როგორც ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობაშია მითითებული, დააყადაღებენ პრაღასა და კარლოვი-ვარიში მდებარე ობიექტებს. შეზღუდვებს არ ექვემდებარება მხოლოდ ოთხი შენობა, რომლებსაც რუსი დიპლომატები იყენებდნენ.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჩეხეთის მთავრობის გადაწყვეტილებას "სახელმწიფო ქონების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ "კიდევ ერთი ანტირუსული ნაბიჯი უწოდა“ და პრაღას საპასუხო ზომით დაემუქრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S