სანდუ უკრაინაში ჩავიდა
21/11/2023 09:10:18 მსოფლიო
მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პირველმა პირმა ევრომაიდნის დროს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.
21 ნოემბერს ევრომაიდნის აქციებიდან 10 წელი გავიდა. თითქმის 4-თვიანი საპროტესტო აქციებს 104 დემონსტრანტის სიცოცხლე შეეწირა. ევრომაიდნის მოვლენებს "ღირსების რევოლუციასაც" უწოდებენ.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელებმა "უკანონობის წინააღმდეგ პირველი კონტრშეტევა 10 წლის წინ ჩაატარეს".


