Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა თავი მოუყარეს რეზერვებს, ვითარება დინამიურია

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა თავი მოუყარეს რეზერვებს, ვითარება დინამიურია

21/11/2023 07:35:06 მსოფლიო

რუსული ძალები ბახმუტის მიმართულებით ცდილობენ, დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები, სიტუაცია დინამიურია, მაგრამ კონტროლირებადი,– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდლობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვლადიმერ ფიტიომ. ეროვნული ტელემარათონის ეთერში.

მისი თქმით, რუსებმა „თავი მოუყარეს რეზერვებს“ და გადადიან შეტევაზე.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ამ მიმართულებით მტრის 11 შეტევა მოვიგერიეთ - ეს არის კლეშჩიევკა, ანდრეევკა, ხრომოვო. მტერი ცდილობს, განდევნოს ჩვენი დამცველები კლეშჩიევკას რაიონში მდებარე პოზიციებიდან“, - განაცხადა მომხსენებელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის პოზიციების წინააღმდეგ გამოიყენეს 10 დრონი და განახორციელეს 336 თავდასხმა. ამავე დროს, რუსეთმა ბახმუტის მიმართულებაზე დაკარგა 124 სამხედრო და 10 ერთეული ტექნიკა.

„ამ მიმართულებით ვითარება დინამიურია – მტერი უტევს, ჩვენი დამცველები იცავენ და კონტრშეტევებს ახორციელებენ. ახლა ძნელია ამ მიმართულებით რაიმე წარმატებაზე საუბარი, მაგრამ სიტუაცია კონტროლ ქვეშ რჩება, ჩვენი დამცველები იგერიებენ მტრის თავდასხმებს“, - განაცხადა ფიტიომ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 20 ნოემბერს დილით განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა დღის განმავლობაში აღმოსავლეთ უკრაინის ხუთი მიმართულებით ჩაატარეს შეტევითი ოპერაციები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S