Accentnews.ge
გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

21/11/2023 06:18:42 მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პისტორიუსი უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

"პისტორიუსის ვიზიტის მიზანია უკრაინისთვის გერმანიის მხარდაჭერის დადასტურება და შემდგომი სამხედრო დახმარების და უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების საკითხების განხილვა", – აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

ეს კიევში ბორის პისტორიუსის რიგით მეორე ვიზიტია. გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში 2023 წლის თებერვალშიც იმყოფებოდა.

20 ნოემბერს კიევს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი სტუმრობდა. მან უკრაინის ხელისუფლებას დაუდასტურა, რომ აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S