დუდა: დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება
21/11/2023 05:56:00 მსოფლიო
პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, დღეს უკრაინა არის ადგილი, სადაც ჩვენი უსაფრთხოების ბედი წყდება. ამის შესახებ მან ფინელ კოლეგა საული ნიინისტოსთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, თუ რუსეთი არ დამარცხდება, ის კვლავ განახორციელებს თავდასხმას.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ ნატო–ში შესვლის გარანტია უნდა მიიღოს.
„როგორც პოლონეთი, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ამის გაკეთებას გავაგრძელებთ. ჩვენი აზრით, ეს უნდა გაკეთდეს სრულ გამარჯვებამდე, ანუ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების აღდგენამდე. უკრაინამ უნდა მიიღოს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები და ჩვენი აზრით, ეს არის ნატოში შესვლის გარანტია. ჩვენ ამ გზაზე ჩვენს მეზობელს მხარს ვუჭერთ“, - აღნიშნა ანჯეი დუდამ.
მისი თქმით, პოლონეთი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.


