ზელენსკი: უკრაინა აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს

20-11-2023 22:33:32 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კიევი აშშ-სგან სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს. ამის შესახებ მან შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ლოიდ ოსტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„ეს არის ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის ამერიკის შეერთებული შტატებისგან. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია - ჭურვები, რაც ახლა საჭიროა", - განაცხადა ზელენსკიმ.

ოსტინი უკრაინას დღეს სტუმრობდა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევის დახმარებას კვლავ გააგრძელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები