Accentnews.ge
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბული ქვეყნების ოფიციალურ პირებს შეხვდა: "მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ღაზაში კონფლიქტის შესაჩერებლად"

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არაბული ქვეყნების ოფიციალურ პირებს შეხვდა: "მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ღაზაში კონფლიქტის შესაჩერებლად"

20/11/2023 16:40:00 მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი არაბული ქვეყნების ოფიციალურ პირებს პეკინში შეხვდა.

ჩინელი დიპლომატის თქმით, "მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს ღაზაში კონფლიქტის შესაჩერებლად.

"საერთაშორისო საზოგადოებამ სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს და მიიღოს ქმედითი ზომები ამ ტრაგედიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ჩინეთი მტკიცედ დგას სამართლიანობის მხარეს ამ კონფლიქტში", -განაცხადა ვანგ იმ.

შეხვედრაზე, სტუმრად მყოფმა მინისტრებმა, ასევე გამოთქვეს ძლიერი სურვილი კონფლიქტის შეწყვეტის შესახებ.

"მესიჯი ნათელია: ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სასწრაფოდ უნდა გადავიდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე და დაუყოვნებლივ მივაწოდოთ დახმარება", – განაცხადა საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პრინცმა ფეისილ ბინ ფარჰან ალ საუდმა.

7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S