Accentnews.ge
IDF: ბოლო ერთ საათში "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა და 3 დრონი გაუშვა

IDF: ბოლო ერთ საათში "ჰეზბოლამ" ისრაელის მიმართულებით 25 რაკეტა და 3 დრონი გაუშვა

20/11/2023 13:14:20 მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით (FBI), "ჰეზბოლამ" ლიბანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით ბოლო ერთ საათში 25 რაკეტა და 3 "შაჰედის" ტიპის დრონი გაუშვა.

იუწყებიან, რომ რაკეტების ნაწილი ისრაელის "რკინის გუმბათმა" მოიგერია, ხოლო დანარჩენი რაკეტები დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა.

ჰეზბოლამ ასევე სამი "შაჰედის" ტიპის დრონი გაუშვა. დრონები ისრაელი-ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდაცვის ძალების პოსტზე ჩამოვარდა. ისრაელის მხარის ცნობით, აღნიშნული თავდასხმების შედეგად არავინ დაშავებულა.

IDF-ის ინფორმაციით, ისრაელი ამ თავდასხმებს არტილერიით უპასუხებს და გაანადგურებენ იმ წერტილებს, საიდანაც რაკეტები და დრონები გაუშვეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, რამდენიმე დღის წინ ისრაელის დაზვერვამ გამოააშკარავა "ჰეზბოლას" ერთ-ერთი დაჯგუფება, რომელიც ლიბანური სოფელი მარვაჰინიდან ისრაელის მიწაზე ანტისატანკო სარაკეტო თავდასხმას გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S