ზელენსკი: ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით
20/11/2023 11:37:08 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც უკრაინას სურს, მაგრამ ქვეყანა დანებებას არ აპირებს.
"რატომღაც ადამიანები ამას [ომს] ისე აღიქვამენ, როგორც ფილმს და ელიან, რომ არ იქნება ხანგრძლივი პაუზები მოვლენებში, რომ სურათი ყოველთვის შეიცვლება თქვენს თვალწინ, იქნება სიურპრიზები ყოველდღე. მაგრამ ჩვენთვის, ჩვენი მეომრებისთვის ეს ფილმი არ არის. ეს არის ჩვენი ცხოვრება. ეს ყოველდღიური ყოველდღიური მძიმე შრომაა. და ყველაფერი ისე სწრაფად არ დასრულდება, როგორც ჩვენ გვსურს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება დავნებდეთ და არ გავაკეთებთ ამას", – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინის მიმართ მსოფლიოს ყურადღების შენარჩუნება.


