Accentnews.ge
BBC: ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოს მიადგა

BBC: ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოს მიადგა

20/11/2023 11:15:12 მსოფლიო

ისრაელის არმია ღაზას სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ინდონეზიურ საავადმყოფოს მიადგა, – იუწყება BBC.

რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ კონტროლქვეშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება, რომ საავადმყოფოში იმყოფება დაახლოებით 700 ადამიანი, მათ შორის დაჭრილები და ექიმების ბრიგადები.

როგორც საავადმყოფოს დირექტორმა BBC-ს განუცხადა, დღეს ისრაელის დარტყმების შედეგად საავადმყოფოში 12 ადამიანი დაიღუპა . მისი თქმით, ტანკები საავადმყოფოს შენობიდან 20 მეტრით არიან დაშორებულნი.

ისრაელის თავდაცვის არმიის უკანასკნელ განცხადებებში არ არის საუბარი საავადმყოფოზე. „თავდაცვის არმიის ჯარები განაგრძობენ მოქმედებას ღაზის სექტორში, იგზავნება ავიაცია ტერორისტების, ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებისთვის, გრძელდება იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ძებნა", – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის არმიის დღევანდელ განცხადებაში. მასში ასევე ნახსენებია, რომ მოკლულია „ჰამასის“ სამი მეთაური.

7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S