ისრაელის არმია ღაზას სექტორში ოპერაციის გაფართოების შესახებ იუწყება
20/11/2023 10:55:19 მსოფლიო
ისრაელის არმია ღაზას სექტორში ოპერაციის გაფართოების შესახებ იუწყება.
არმიის ცნობით, უკვე გააფრთხილეს ღაზაში ლტოლვილთა უდიდესი ბანაკის, ჯაბალიისა და მის ახლოს, ზღვის პირას მდებარე სხვა ბანაკის მოსახლეები, ევაკუაცია ჩაეტარებინათ.
როგორც AFP-ის ჟურნალისტი იტყობინება, ჯაბალიაში კვამლის სვეტები მოჩანს.
7 ოქტომბერს ისრაელში „ჰამასის“ შეჭრის დროს, როცა 240-მდე მძევალი იქნა გატაცებული, დაიღუპა 1200 ადამიანი. ისრაელის საპასუხო ოპერაციის განმავლობაში დაღუპულთა რაოდენობა 11 300–მდეა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ "ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ "ჰამასის" მიერ მძევლად აყვანილი 239-ვე პირი გათავისუფლდება".


