Accentnews.ge
რუსეთმა ჯამალაზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ჯამალაზე ძებნა გამოაცხადა

20/11/2023 09:13:27 მსოფლიო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკრაინელი მომღერალი ჯამალა (სუსანა ჯამალადინოვა) ძებნილთა სიაში შეიყვანა.

მომღერალი ძებნილთა სიაში 2023 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში მოხვდა. ჯამალს ბრალად ედება რუსული არმიის შესახებ „ყალბი ამბების“ გავრცელება. ნოემბერში მომღერალს რუსეთის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა.

მომღერალი საჯაროდ გმობდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, ხოლო მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა უკრაინაში, ჯამალა უკრაინის მხარდამჭერ და საქველმოქმედო აქტივობებს ახორციელებს მსოფლიოს მასშტაბით. მან საქველმოქმედო კონცერტი გამართა საქართველოშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S