ბოლო 24 საათში ხერსონი 51–ჯერ დაიბომბა, არის მსხვერპლი
20/11/2023 08:47:32 მსოფლიო
20 ნოემბრის დილას რუსეთმა ხერსონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაღუპულია ორი, დაჭრილია ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
"ხერსონის დაბომბვის შედეგად დაღუპულია ორი და დაჭრილია ერთი ადამიანი. განადგურებულია მანქანები და ერთი შენობა". – ამბობს ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლექსანდრ პროკუდინი.
პროკუდინის თქმით, საოკუპაციო ძალებმა კერძო სატრანსპორტო საწარმოს პარკინგი დაბომბეს. განვლილი 24 საათის განმავლობაში ხერსონი 51-ჯერ დაბომბა.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიას ყოველდღიურად არტილერიითა და ავიაციით ბომბავს.


