Accentnews.ge
ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს

ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს

20/11/2023 07:51:33 მსოფლიო

ლიეტუვა საერთაშორისო და ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან მიღებულ თანხას უკრაინის აღდგენისთვის გადარიცხავს. შესაბამისი ცვლილებას "თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული დახმარების შესახებ" კანონში დეპუტატებმა მხარი უკვე დაუჭირეს.

ცვლილებების მიხედვით, საერთაშორისო ან ეროვნული სანქციების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმებიდან და ჩამორთმეული ქონებიდან მიღებული თანხები თანამშრომლობის განვითარების ფონდში გადაირიცხება.

ლიეტუვის კანონმდებლობით დადგენილი საერთაშორისო სანქციების ან შემაკავებელი ზომების დარღვევა ისჯება ჯარიმით 200-დან 6 000 ევრომდე. შესწორებაში ნათქვამია, რომ ეს თანხები მოხმარდება მხოლოდ უკრაინის აღდგენას.

კანონი ძალაში 2034 წლის იანვრამდე იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S