საფრანგეთმა ეგვიპტეში ავიამზიდი გაგზავნა
20/11/2023 07:30:06 მსოფლიო
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა, რომ ეგვიპტისკენ ავიამზიდი გაიგზავნა, რომელიც ღაზას მშვიდობიან მოსახლეობას სამედიცინო დახმარებას გაუწევს.
ლეკორნუს თქმით, გემზე იმუშავებს მცურავი საავადმყოფო ორი საოპერაციო ოთახით, 40 საწოლით, რენტგენის სკანერით და ლაბორატორიით ძირითადად, პალესტინელი ბავშვების სამკურნალოდ იმუშავებს, რომლებსაც სასწრაფო დახმარება ესაჭიროებათ.
The Times of Israel-ს ფრანგულმა დიპლომატიურმა წყარომ განუცხადა, რომ გემი გასასვლელად მზად გასულ კვირას იყო, მაგრამ გასვლა გადაიდო, რადგან ისრაელის, ეგვიპტისა და საფრანგეთის ოფიციალურ პირებს დამატებითი დრო სჭირდებოდათ გემის ფუნქციონირების შესახებ ლოგისტიკური დეტალების გასარკვევად.


