უკრაინის გენშტაბი: დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში 46 შეტევა მოვიგერიეთ
20/11/2023 06:07:58 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში რუსეთის საოკუპაციო ძალებთან 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის დილის ანგარიშის მიხედვით, ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით მოიგერიეს 7 შეტევა, ხოლო დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებაზე - 11, ავდეევკის მიმართულებაზე - 12 და მარინკის მიმართულებით - 16.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლის მიმართულებით.
რაც შეეხება ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე დაკავებულ პოზიციებს, უკრაინის გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგესთან კონტრბატაერის ბრძოლა გრძელდება.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოფიციალურად 17 ნოემბერს დაადასტურეს სამხედრო ოპერაციის წარმატება ხერსონის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ჯერ უკრაინის საზღვაო ქვეითებმა, შემდეგ კი შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადეს, რომ „წარმატებული მოქმედებების სერია“ ჩატარდა ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე და რამდენიმე პლაცდარმზე გამაგრდნენ.


