ბაიდენი: ღაზა და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს
19/11/2023 08:02:53 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადებით, ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომის დასრულების შემდეგ ღაზას სექტორი და დასავლეთ სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს.
ამის შესახებ იგი საუბრობს სტატიაში, რომელიც The Washington Post–ში გამოქვეყნდა.
"როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთ სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ პალესტინელთა ავტონომიის პირობებში. არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზადან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება", - წერს ბაიდენი.


