შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებულ ორ კომპანიას ექსპორტზე შეზღუდვები დაუწესა
17/11/2023 19:10:39 მსოფლიო
შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა საექსპორტო შეზღუდვები ორ კომპანიაზე, რომლებიც რუსეთთან კავშირში არიან. შესაბამისი მონაცემები დაემატა აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ფედერალურ რეესტრს.
შეზღუდვები ვრცელდება:
- Novax Group, რომელსაც აშშ აკავშირებს რუსეთთან, ვენესუელასთან, პანამასთან და კოსტა რიკასთან;
- Si2 Microsystems Private Limited, რომელიც, სავარაუდოდ, „უწევდა მხარდაჭერას რუსეთის სამხედრო და/ან თავდაცვის ინდუსტრიას“. კომპანია, აშშ-ში წარმოებულ მიკროსქემებს აწვდიდა მყიდველებს, რომლებიც "დაკავშირებულნი იყვნენ რუსეთის თავდაცვის სექტორთან".
შეზღუდვები მოითხოვს სპეციალური საექსპორტო ნებართვების მიღებას აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტისგან.
ერთი დღით ადრე შეერთებულმა შტატებმა სანქციების სიაში რამდენიმე რუსული ან რუსეთთან დაკავშირებული კომპანია დაამატა. მათ შორისაა სერბეთის სახალხო პარტიის დამფუძნებელი ნენად პოპოვიჩი, რომელსაც აქვს ბიზნესი რუსეთში.


