ზელენსკი: რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ახალ კამპანიას ამზადებს
17/11/2023 17:44:31 მსოფლიო
რუსეთი უკრაინის დესტაბილიზაციისთვის ახალ კამპანიას ამზადებს, კოდური სახელწოდებით, "მაიდანი 3". ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკის თქმით, რუსეთის მიზანი უკრაინაში გადატრიალება და ხელისუფლების დამხობაა. ამასთან, საზოგადოებაში ქაოსის შექმნით განხეთქილება გამოიწვიოს.
"ჩვენს დაზვერვას აქვს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც ასევე მოგვივიდა ჩვენი პარტნიორებისგან. მაიდანი მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია". - თქვა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც უარს ამბობს ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე, აღნიშნა, რომ უკრაინა გაყინულ კონფლიქტს არ დათანხმდება.


