Accentnews.ge
კემერონი უკრაინის შემდეგ მოლდოვაში ჩავიდა

კემერონი უკრაინის შემდეგ მოლდოვაში ჩავიდა

17/11/2023 16:56:36 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კემერონი უკრაინის შემდეგ მოლდოვას ეწვია და პრეზიდენტ მაია სანდუს შეხვდა.

"გამოვხატე მადლიერება უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერისთვის: საკვანძო საკითხია მოლდოვის უსაფრთხოებისა და ევროპის სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის". – წერს სანდუ X-ზე.

დევიდ კემერონი ასევე შეხვდა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრს ნიკუ პოპესკუს.

"ჩვენ განვიხილეთ მოლდოვასა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის გაძლიერების საერთო ინტერესი, ჩვენი დიასპორებისთვის ბენეფიტებზე ფოკუსირებით". – წერს პოპესკუ Telegram-ზე.

მანამდე კემერონი პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინას ეწვია და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

შეხვედრისას კამერონმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს უკრაინის "მორალურ, დიპლომატიურ, ეკონომიკურ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო მხარდაჭერას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S