Accentnews.ge
ჰანეგბი: ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

ჰანეგბი: ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

17/11/2023 16:13:39 მსოფლიო

ღაზას ოპერაციაში ყველა დასახულ მიზანს მივაღწიეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარემ ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყებიდან სამი კვირის თავზე ისრაელის შეიარაღებული ძალები ქალაქ ღაზას ცენტრში ოპერირებენ.

„უსაფრთხოების კაბინეტის მიერ დასახული ყველა მიზანი მიღწეულ იქნა, და, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, „ეს მხოლოდ დასაწყისია“. ბრძოლის ბოლომდე მიყვანას ვაპირებთ და ბრძოლის დასასრულს „ჰამასის“ დასასრულიც იქნება. არ გავჩერდებით მანამ, ვიდრე „ჰამასისა“ და „პალესტინის ისლამური ჯიჰადის“ სამხედრო და ხელმძღვანელობის შესაძლებლობები განადგურებული არ იქნება“, - განაცხადა ჰანეგბიმ.

მანამდე ტელეკომპანია Al Arabiya იუწყებოდა, რომ "ჰამასი" და ისრაელის ხელისუფლება სამდღიანი ზავის შესახებ შეთანხმდნენ.

არხის ცნობით, „კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება მოიცავს სამდღიან ზავას ღაზაში“. ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის მხარემ დაამტკიცა პალესტინის ანკლავში „გაეროს კონტროლის ქვეშ შეზღუდული რაოდენობის საწვავის“ მიწოდება.

ტელეარხს არ დაუზუსტებია, როდიდან უნდა შევიდეს მის მიერ ხსენებული შეთანხმება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი 7 ოქტომბრის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ღაზას სექტორში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S