Accentnews.ge
ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა – მეგობრულ ატმოსფეროს არ პროგნოზირებენ

ერდოღანი გერმანიაში ჩავიდა – მეგობრულ ატმოსფეროს არ პროგნოზირებენ

17/11/2023 15:33:44 მსოფლიო

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოანი გერმანიაში ჩავიდა პირველად ბოლო საი წლის მანძილზე. ის უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს და შეხვდება კანცლერ ოლაფ შოლცს. არ მოელიან, რომ ვიზიტი მეგობრულ ატმოსფეროში ჩაივლის ლიდერების ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციონირების განო, განსაკუთრებით, ახლო აღმოსავლეტში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით.

ერდოღანმა ისრაელს ბრალი დასდო ღაზას სექტორში „გენოციდში“ და „ჰამასს“, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული, „გამათავისუფლებელი“ ორგანიზაცია უწოდა. მისი განცხადებით, აშშ და NATO-ს წევრი სახელმწიფოები "ჭკუიდან შეიშალნენ, რადგან ისინი ისრაელს ეხმარებიან და ამით ძალადობას უწყობენ ხელს". შოლცმა ერდოღანის განცხადებებს "აბსურდული" უწოდა.

Bloomberg წერს, რომ გერმანიის კანცლერი ოფალ შოლცი თურქეთისთვის თვითმფრინავების მიყიდვის გარიგების დაბლოკვას გეგმავს. შოლცის მხრიდან ეს ნაბიჯი პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანზე პოლიტიკური ზეწოლის გაზრდას ემსახურება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოდან მსგავსი განცხადების მოსმენა ყველასათვის მოულოდნელი იყო. ამ დღის შემდეგ, დასავლელი ლიდერები ერდოღანის დასჯაზე არიან გადართულნი და გამონაკლისი არც გერმანიის კანცლერია.

გამოცემის ცნობით, ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც შოლცი გეგმავს, 20-მდე Eurofighter Typhoon-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს გაყიდვას უკავშირდება, რომლის შეძენაც თურქეთს უკვე დიდი ხანია სურს და ის საბოლოო კონტრაქტის გაფორმებისთვის ემზადება. ზოგადად, Typhoon-ების გასხვისების საკითხში გერმანიას გადამწყვეტი სიტყვა აქვს, რადგან ქვეყანა უშუალოდაა ჩართული თვითმფრინავების წარმოების, მენეჯმენტისა და რეალიზაციის პროცესში.

ამ გარიგებასთან დაკავშირებით თურქეთის თავდაცვის მინისტრმა იასარ გულარმა ანკარაში საპარლამენტო მოსმენებზე ისაუბრა.

მისი თქმით, თურქეთი ბრიტანეთთან და ესპანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს Eurofighter Typhoon-ის ტიპის 40 გამანადგურებლის შეძენაზე, თუმცა გერმანია ამ იდეას აპროტესტებს.

„ჩვენ ვმუშაობთ შესყიდვებზე. ახლა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ცდილობენ გერმანიის დარწმუნებას, (თუმცა) ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გერმანიასთან... თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვგეგმავთ 40 Eurofighter Typhoon-ის შეძენას“, - განაცხადა მან.

გერმანული DW აღნიშნავს, რომ ბერლინში ბევრი პოლიტიკოსია, ვინც თვლის, რომ ასეთ დელიკატურ ვითარებაში უმჯობესი იქნება, ვიზიტი საერთოდ გაუქმდეს. მაგრამ გერმანიის მთავრობას არ სურს ამის მოსმენა. ამაში კანცლერს მხარს უჭერს ბუნდესტაგის ოპოზიციის ლიდერი, კონსერვატიული CDU-ს თავმჯდომარე ფრიდრიხ მერცი. მისი თქმით, თურქეთი ზედმეტად მნიშვნელოვანია გერმანიისთვის, გერმანია კი ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთისთვის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S