Accentnews.ge
Yandex NV რუსულ ბიზნესს ყიდის

Yandex NV რუსულ ბიზნესს ყიდის

17/11/2023 14:41:31 მსოფლიო

ნიდერლანდებში დაფუძნებულმა კორპორაციამ Yandex NV რუსული ბიზნესის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო,– იუწყება Bloomberg.

გამოცემის ცნობით, კომპანიის გადაწყვეტილება მისი დამფუძნებლის მხრიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაგმობას უკავშირდება.

Yandex-ის ონლაინსერვისები და პროდუქტები, მგზავრობის გაზიარებით დაწყებული, ელექტრონული ფოსტით დასრულებული, საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში.

„რუსეთის უკრაინაში შეჭრა ბარბაროსულია და მე ამ ქმედების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლიდან ისრაელში ვცხოვრობ, მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ქმედებებზე ჩემი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღო“, – განაცხადა რუსული წარმოშობის მილიარდერმა და დასძინა, რომ ამ დრომდე ომთან დაკავშირებით დუმილის რეჟიმის შენარჩუნების მიზეზები ჰქონდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საბჭო ნოემბრის ბოლოს შეიკრიბება, რათა განიხილონ გაყიდვების ახალი პირობები, შესაბამისად, გარიგების დეტალები მომდევნო თვეში გამოცხადდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S