Accentnews.ge
Al Arabiya: "ჰამასი" და ისრაელი სამდღიანი ზავზე შეთანხმდნენ

Al Arabiya: "ჰამასი" და ისრაელი სამდღიანი ზავზე შეთანხმდნენ

17/11/2023 12:34:04 მსოფლიო

"ჰამასი" და ისრაელის ხელისუფლება სამდღიანი ზავის შესახებ შეთანხმდნენ. ამის შესახებ ტელეკომპანია Al Arabiya იტყობინება.

არხის ცნობით, „კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმება მოიცავს სამდღიან ზავას ღაზაში“. ასევე აღნიშნულია, რომ ისრაელის მხარემ დაამტკიცა პალესტინის ანკლავში „გაეროს კონტროლის ქვეშ შეზღუდული რაოდენობის საწვავის“ მიწოდება.

მანამდე ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ჰამასმა" და ისრაელმა მიაღწიეს შეთანხმებას მძეალთა ნაწილი გათავისუფლებაზე. კერძოდ, ამ ინფორმაციის მიხედვით, რადიკალურმა დაჯგუფებამ უნდა გაათავისუფლოს 50 მძევალი ქალი, ხოლო ისრაელმა საპატიმროში მყოფი 50 პალესტინელი ქალი და მოზარდი.

ტელეარხს არ დაუზუსტებია, როდიდან უნდა შევიდეს მის მიერ ხსენებული შეთანხმება ძალაში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი 7 ოქტომბრის მასშტაბური თავდასხმის საპასუხოდ სამხედრო ოპერაციას აწარმოებს ღაზას სექტორში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S