თურქეთი დიდ ბრიტანეთთან და ესპანეთთან 40 Eurofighter-ის შესყიდვას განიხილავს
17/11/2023 12:24:41 მსოფლიო
თურქეთი ბრიტანეთთან და ესპანეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს Eurofighter Typhoon-ის ტიპის 40 გამანადგურებლის შესაძენად, თუმცა გერმანია ამ იდეას აპროტესტებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა იასარ გულარმა ანკარაში საპარლამენტო მოსმენებზე განაცხადა, იუწყება Reuters.
„ჩვენ ვმუშაობთ შესყიდვებზე. ახლა დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი ცდილობენ გერმანიის დარწმუნებას, (თუმცა) ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გერმანიასთან... თუ ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ ვგეგმავთ 40 Eurofighter Typhoon-ის შეძენას“, - განაცხადა მან.
ანკარამ ასევე მიმართა ვაშინგტონს ამერიკული F-16–ების შეძენაზე, თუმცა ეს შეკვეთა გადაიდო.


