სანდუმ განმარტა, რატომ უკბინა მისმა ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს
17/11/2023 12:00:08 მსოფლიო
მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ მისმა ძაღლმა ავსტრიის პრეზიდენტს ალექსანდრე ვან დერ ბელენს ირგვლივ ხალხის სიმრავლის გამო უკბინა, – წერს ადგილობრივი მედია, მათ შორის, გამოცემა "ექსპრესი".
პოლიტიკოსი სამუშაო ვიზიტით კიშინიოვში ხუთშაბათს ჩავიდა. ინციდენტი წინა დღეს მოხდა, როდესაც ლიდერები მოლდოვის პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში სეირნობდნენ. ვან დერ ბელენმა ძაღლის მოფერება სცადა, მან კი ხელზე უკბინა. მოგვიანებით რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუსთან შეხვედრაზე ავსტრიის პრეზიდენტი გადახვეული ხელით შენიშნეს.
„მოლდოვის პრეზიდენტმა მაშინვე ბოდიში მოიხადა მომხდარის გამო და თქვა, რომ „ძალიან ბევრი ხალხი იყო“, – წერს მედია.
როგორც განიმარტა, პრეზიდენტმა ხელზე მსუბუქი დაზიანება მიიღო.


