რუს მოხალისეთა კორპუსის მეთაურს რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს
17/11/2023 11:47:54 მსოფლიო
უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის (РДК) მეთაურს დენის კაპუსტინს (ნიკიტინი) რუსეთში სამუდამო პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს.
განაჩენი რუსეთის დასავლეთ ოლქის მე-2 სამხედრო სასამართლომ გამოიტანა. კაპუსტინს სასამართლო სახელმწიფო ღალატსა და ტერორიზმში ადანაშაულებს.
კაპუსტინის РДК-მ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით ორი მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა: თავდაპირველად, მარტის დასაწყისში ბრიანსკის ოლქში, მაისის ბოლოს კი ბელგოროდის ოლქში. პროუკრაინული რაზმი პერიოდულად აგრძელებს მცირე მასშტაბის ოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე.


