სმოლენსკის ოლქში, სადაც რუსული საავიაციო ქარხანაა განთავსებული, დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან
17/11/2023 10:48:01 მსოფლიო
რუსეთმა სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე დრონით თავდასხმის შესახებ განაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ სამი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
მანამდე რუსეთის სმოლენსკის ოლქის გუბერნატორმა ვასილ ანოხინმა დაწერა ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ სმოლენსკის ზადნეპროვსკის რაიონში.
სმოლენსკში არის საავიაციო ქარხანა, რომელიც აწარმოებს და არემონტებს იარაღს, ავიაციას და სამხედრო აღჭურვილობას.
დრონით თავდასხმის შედეგად ზარალი ჯერჯერობით უცნობია. უკრაინულ მხარეს რუსეთის ბრალდებებზე კომენტარი არ გაუკეთებია.


