Accentnews.ge
უკრაინელი საზღვაო ქვეითები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში წარმატებას ადასტურებენ

უკრაინელი საზღვაო ქვეითები ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში წარმატებას ადასტურებენ

17/11/2023 09:02:12 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხერსონის მიმართულებით, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე წარმატებული მოქმედებების სერია ჩაატარეს, – იუწყებიან უკრაინის საზღვაო ქვეითები. ხერსონის ოლქის ის ნაწილი, რომელიც დნეპრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობს, რუსეთის მიერაა ოკუპირებული.

საზღვაო ქვეითების ცნობით, წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად და თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით, რამდენიმე ლოკაციაზე გამაგრდნენ.

უკრაინელო საზღვაო ქვეითების ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებიდან მოკლულია 1216 და დაჭრილია 2217 რუსი სამხედრო და განადგურებულია 24 ტანკი, 89 საარტილერიო სისტემა და ნაღმმტყორცნი, 49 საბრძოლო ჯავშანტექნიკა და სხვა საშუალებები. ასევე, 4 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალების 29 საწყობი.

ცნობები ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეული წინსვლის შესახებ, ნოემბრის დასაწყისიდან ვრცელდებოდა.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის ხერსონის ოლქი 2022 წლის გაზაფხულზე დაიკავეს. იმავე წლის შემოდგომაზე უკრაინის არმიამ კონტროლი დაიბრუნა ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. მათ შორის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ხერსონზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S