Accentnews.ge
კამერონი: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე

კამერონი: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას გამარჯვებამდე

17/11/2023 08:31:12 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა, რომელიც უკრაინას თავისი პირველი ვიზიტით ეწვია, თქვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ და დიდი ბრიტანეთი და პარტნიორები მას მხარს დაუჭერენ „იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება“.

"რუსეთს სჯერა, რომ შეუძლია, დაელოდოს ამ ომს და რომ დასავლეთი საბოლოო ჯამში სხვა საკითხებზე გადაერთვება. პრეზიდენტ ზელენსკისთან მოლაპარაკებაზე ნათლად განვაცხადე, რომ დიდი ბრიტანეთი და ჩვენი პარტნიორები უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით იქნებიან იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება გამარჯვების მისაღწევად“, - განაცხადა კამერონმა.

ბრიტანელი მინისტრი უკრაინელ ხალხს ზამთრის მოახლოებასთან ერთად მხარდაჭერას დაჰპირდა.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ბრიტანულ კომპანია Marsh McLennan-სა და უკრაინის მთავრობას შორის ახალი პროგრამის, Unity Facility-ს დაწყებას, რომელიც უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ დაზღვევას უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულისა და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქტების მთელს მსოფლიოში მიწოდებისთვის.

როგორც ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, ბოლო 3 თვის განმავლობაში უკრაინამ გვერდი აუარა რუსეთის ბლოკადის მცდელობას შავ ზღვაში და ხსნის სასიცოცხლო მნიშვნელობის საზღვაო სავაჭრო გზებს უკრაინის ეკონომიკისთვის და გლობალური ბაზრებისთვის.

კიევში საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერ–მინისტრს და თავის უკრაინელ კოლეგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S