Accentnews.ge
აშშ უკრაინის ენერგოსისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს

აშშ უკრაინის ენერგოსისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს

17/11/2023 05:51:00 მსოფლიო

აშშ უკრაინის ენერგოსისტემის გასაძლიერებლად დამატებით 500 მლნ დოლარს გამოყოფს, - ამის შესახებ შეერთეებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ენერგეტიკული რესურსების საკითხებში, ჯეფრი პიატმა განაცხადა.

"შეერთებულმა შტატებმა უკვე გამოყო 520 მილიონ დოლარზე მეტი უკრაინის ენერგეტიკის სექტორის დასახმარებლად. ვიცით, რომ კიდევ 500 მილიონი აშშ დოლარი გზაშია. პუტინი ცდილობდა იარაღად გამოეყენებინა ზამთრის სიცივე და იარაღად გამოეყენებინა ზამთარი უკრაინელი ხალხის ნების დასარღვევად. დარწმუნებული ვარ, ის მარცხს განიცდის“, - აღნიშნა ჯეფრი პიატმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მუშაობს უკრაინის მთავრობასთან, რათა განავითარონ დეცენტრალიზებული ენერგეტიკული სისტემა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S