Accentnews.ge
სტოლტენბერგი: პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ

სტოლტენბერგი: პუტინის გამარჯვებას ვერ დავუშვებთ

17/11/2023 05:22:48 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინის მიმართ ალიანსის მხარდაჭერა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს.

„ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო სამხედრო, ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევენ უკრაინას. ეს ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან ბრძოლის ველზე ძალიან რთული ვითარებაა, მაგრამ ეს არ არის არგუმენტი ნაკლები მხარდაჭერისთვის, ეს არის არგუმენტი მეტი მხარდაჭერისთვის. ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, დასავლეთი რუსთის გამარჯვებას ვერ დაუშვებს.

“რუსეთი არ ემზადება მშვიდობისთვის, ისინი ემზადებიან უფრო მეტი ომისთვის. ის, რომ ბრძოლის ველზე სიტუაცია იმაზე რთულია, ვიდრე იმედი გვქონდა, არ არის არგუმენტი მხარდაჭერის წინააღმდეგ, ეს არის არგუმენტი უკრაინისთვის მეტი მხარდაჭერის აღმოჩენის სასარგებლოდ, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერ დავუშვებთ პრეზიდენტ პუტინის გამარჯვებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S