ასტრახანში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, ნანგრევებში ადამიანებს ეძებენ
16/11/2023 19:32:29 მსოფლიო
ასტრახანში, პრივოკზალნაიას მოედანზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც იუწყებიან, ჩამონგრეულია ორი სადარბაზო.
მედიის ცნობით, ნგრევის მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, საძირკვლის ეროზია სახელდება. მანამდე ადგილობრივები შენობაზე ბზარების გაჩენის გამო ჩიოდნენ.
როგორც იუწყებიან, ნანგრევებიდან ხმები ისმის, სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ის ცნობით, 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 37 ბავშვი იყო.
ამ დროისთვის ცნობილია ერთი ასაკოვანი ქალის დაღუპვის შესახებ.


