Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვა: NATO–ს სტანდარტებით წვრთნა 12 ათასმა სამხედრომ დაასრულა

უკრაინის თავდაცვა: NATO–ს სტანდარტებით წვრთნა 12 ათასმა სამხედრომ დაასრულა

16/11/2023 18:59:07 მსოფლიო

12 ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ ნატოს თავდაცვის განათლების გაუმჯობესების პროგრამის (DEEP) ფარგლებში გაიარა წვრთნა. იუწყება უკრაინის თავდაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილე ალექსანდრე პავლიუკზე მითითებით.

პავლუკი ნატოს შტაბ-ბინაში DEEP-ის პროგრამის დირექტორს მარიუშ სოლისს შეხვდა. როგორც აღინიშნა, პროგრამა უკრაინაში 10 წელზე მეტია, მოქმედებს, რომლის მიზანიც უკრაინის სამხედრო განათლების ალიანსთან თავსებადობის გაზრდაა.

„პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის შედეგად 12 ათასზე მეტმა უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურემ და მასწავლებელმა უკვე გაიარა ტრენინგი და აიმაღლა კვალიფიკაცია. საუბარია სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაკების, ინსტრუქტორების და სხვა სპეციალისტების მომზადებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე მზადდებიან მეთაურები და ინსტრუქტორები. პავლიუკის თქმით, DEEP პროგრამამ ხელი შეუწყო უმაღლეს სამხედრო განათლებაში ცვლილებების შესახებ რამდენიმე ძირითადი დოკუმენტის შემუშავებას. მათ შორისაა სამხედრო განათლების სისტემის ტრანსფორმაციის კონცეფცია. მინისტრის მოადგილემ თანამშრომლობის გაფართოების იმედი გამოთქვა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, დასავლელმა პარტნიორებმა გაზარდეს სამხედრო დახმარება კიევისთვის, მათ შორის უკრაინელი სამხედროების მომზადების გზით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S