Accentnews.ge
მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება

მედია: ირანი ისრაელის წინააღმდეგ ომში არ ჩაერთვება

16/11/2023 14:20:40 მსოფლიო

ირანი ისრაელსა და "ჰამასს" შორის ომში არ ჩაერთვება,- წერს Reuters საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის ცნობით, ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ "ჰამასის" მეთაურს ისმაელ ჰანიეს შეხვედრისას უთხრა, რომ ირანი "ჰამასის" მორალურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას გააგრძელებს, მაგრამ ისრაელთან ომში პირდაპირ არ ჩაერთვება. ამის მიზეზად აიათოლამ დაასახელა ის, რომ "ჰამასმა" ირანს თავდასხმის შესახებ "არანაირი გაფრთხილება არ მისცა".

Reuters-ის ინფორმაციით, აიათოლამ ჰანიეს ასევე უთხრა, რომ შეეჩერებინა "ჰამასში" ადამიანები, რომლებიც ირანსა და "ჰეზბოლას" ომში პირდაპირ ჩართვისკენ მოუწოდებენ.

გამოცემა წერს, რომ "ჰამასმა" საჯაროდ უარყო ამ ცნობების ნამდვილობა, ხოლო ირანის საგარეო სამინისტრომ კომენტარი არ გააკეთა.

როგორც Reuters იუწყება, "ჰამასის" თავდასხმა ისრაელზე "ჰეზბოლასთვისაც" მოულოდნელი აღმოჩნდა და საზღვარზე განთავსებული მისი ჯარისკაცები მზადყოფნაშიც არ იყვნენ.

"ჩვენ ომში გავიღვიძეთ". – თქვა, Reuters-ის ინფორმაციით, "ჰეზბოლას" ერთ-ერთმა მეთაურმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S