რუსეთში დრონით თავდასხმის შედეგად საბრძოლო მასალის საწყობი დაიწვა
16/11/2023 11:51:37 მსოფლიო
რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში დრონი თავს დაესხა სამხედრო ნაწილს, რის შედეგადაც დაიწვა საწყობი საბრძოლო მასალებითურთ, იუწყება ტელეგრამ–არხი Astra წყაროებზე დაყრდნობით.
არხის ინფორმაციით, 16 ნოემბერს, დაახლოებით 1:00 საათზე დრონი სოფელ ქოთლუბანში მდებარე 57229/51 სამხედრო ნაწილის ტერიტორიას დაესხა თავს. დრონის აფეთქების შედეგად 59-ე საწყობში ხანძარი გაჩნდა, სადაც საბრძოლო მასალა ინახებოდა.
მანამდე ტელეგრამ–არხი Baza წერდა, რომ კოტლუბანის მცხოვრებლებმა ხანძრის გაჩენამდე დრონისთვის დამახასიათებელი ხმა გაიგეს, რის შემდეგაც მოხდა აფეთქება.
ხანძარი დილის ხუთი საათისთვის ჩააქრეს, –იუწყება V1.ru. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო ეკიპაჟები, ხოლო ქოთლუბანში სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი მივიდა, თუმცა სამედიცინო დახმარება არ გამხდარა სჭირო.
სამხედრო ნაწილში, სადაც ხანძარი გაჩნდა, კომპლექსური საბრძოლო მასალის დიდი არსენალია.


