Accentnews.ge
მედია: რუსეთის ხელისუფლებამ სტუდენტებისა და ლექტორების უცხოელებთან კომუნიკაციაზე ტოტალური კონტროლი დააწესა

მედია: რუსეთის ხელისუფლებამ სტუდენტებისა და ლექტორების უცხოელებთან კომუნიკაციაზე ტოტალური კონტროლი დააწესა

16/11/2023 11:34:39 მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აღადგინოს საბჭოთა პრაქტიკა სამეცნიერო საზოგადოებასა და დანარჩენ სამყაროს შორის კონტაქტებზე ტოტალური კონტროლის შესახებ: რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 9 ნოემბერს მოითხოვა, რომ ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების მენეჯმენტმა მას მიაწოდოს 2023 წლის ყველა საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებაში მონაწილეთა სიები,– წერს დოკუმენტზე დაყრდნობით ტელეგრამ–არხი „მოჟემ ობიასნიც".

არხის ცნობით, უნივერსიტეტებმა 22 დეკემბრამდე უნდა შეავსონ და წარადგინონ მონაცემები ერთდროულად რამდენიმე ფორმით, მსგავსი იუსტიციის სამინისტროში წარდგენილი „უცხოური აგენტების“ ანგარიშებისა. ეს ფორმები, სხვა საკითხებთან ერთად, შეიცავს „დეტალურ ინფორმაციას მონაწილეთა კონტიგენტის შესახებ“, შეკრებილების გვარებს, სახელებს, სტატუსს და ასევე იმას, თუ რა ქვეყანას წარმოადგენდნენ.

ახალი მიდგომის დანერგვას არხს უდასტურებს წყარო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

„წარსულშიც მიწევდა მსგავსი პრობლემების მოგვარება, მაგრამ პირველად შევხვდი ამ მასშტაბის სიებს. დარწმუნებული ვარ, ათიათასობით, თუ ასობით ათასი ადამიანი იქნება ამ სიებში - მასწავლებელი, სტუდენტი, ექსპერტები. ყველა გამომსვლელი აუცილებლად უნდა იყოს სიაში“, - აღნიშნა თანამოსაუბრემ და დასძინა, რომ ეს ჯაშუშომანიით აიხსნება – სამინისტროსთვის გადაცემული სიები შეიძლება, გამოყენებულ იქნას „არასათანადო კონტაქტების“ შესამოწმებლად, ასევე მგზავრობაზე შეზღუდვის დაწესებისთვის. გარდა ამისა, სიები შეიძლება, სასარგებლო იყოს სამეცნიერო საზოგადოებიდან ახალი აგენტების დასაქირავებლად სადაზვერვო სამსახურისთვის.

„ეს საბჭოთა პრაქტიკის უცვლელი კლასიკაა, როდესაც ადამიანებს ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში გზავნიან საზღვარგარეთ ფარული საქმიანობისთვის“, - დაასკვნა თანამოსაუბრემ.

არხის ცნობით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს წამყვან ტექნიკურ უნივერსიტეტებში და საპროექტო ბიუროებში მომუშავე სულ მცირე 14 მეცნიერი. გასული წლის განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის თეორიული და გამოყენებითი მექანიკის ინსტიტუტის სამი გამოჩენილი მეცნიერი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა.

ამის შემდეგ ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ღია წერილი, რომელშიც აღიარეს, რომ არ ესმით „როგორ გააგრძელონ საქმიანობა“: „ჩვენ ვხედავთ, რომ ნებისმიერმა სტატიამ ან მოხსენებამ შეიძლება, გამოიწვიოს "სამშობლოს ღალატის" ბრალდება“, - აღნიშნეს მათ.

მეცნიერებმა ასევე გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, თუ როგორ მოქმედებს რუსეთში შექმნილი ატმოსფერო ახალგაზრდა მეცნიერებზე: „საუკეთესო სტუდენტები უკვე უარს ამბობენ ჩვენთან სამუშაოდ მოსვლაზე და ჩვენი საუკეთესო ახალგაზრდა თანამშრომლები ტოვებენ მეცნიერების სფეროს. რიგი სამეცნიერო სფერო უბრალოდ დაიხურა, რადგან თანამშრომლებს ეშინიათ ამგვარ კვლევებში ჩართვის“, - აღნიშნეს მეცნიერებმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S