Accentnews.ge
გერმანიის პოლიციამ მასშტაბური რეიდები დაიწყო

გერმანიის პოლიციამ მასშტაბური რეიდები დაიწყო

16/11/2023 09:20:49 მსოფლიო

გერმანიაში პოლიციამ შვიდ შტატში ჰამბურგის "ისლამურ ცენტრთან" (IZH) დაკავშირებულ 54 ადგილზე რეიდები ჩაატარა.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზაცია ეჭვმიტანილია საკონსტიტუციო წესრიგის წინააღმდეგ მოქმედებასა და "ჰეზბოლას" მხარდაჭერაში.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის თქმით, გერმანიის დაზვერვის სამსახური უკვე დიდი ხანია, აკვირდება IZH-ს და ის კლასიფიცირებულია როგორც "ისლამისტური" ორგანიზაცია.

"განსაკუთრებით ახლა, ოდესაც ბევრი ებრაელი თავს საფრთხეში გრძნობს, მნიშვნელოვანია განვაცხადოთ: ჩვენ არ ავიტანთ ისლამისტურ პროპაგანდას ან ანტისემიტურ და ანტიისრაელურ აგიტაციას". – ამბობს ფეზერი რეიდებთან დაკავშირებით.

გერმანიის დაზვერის მიხედვით, ირანთან დაკავშირებულ IZH-ს დიდი გავლენა აქვს და შესაძლოა, აკონტროლებს კიდეც ქვეყანაში მოქმედ კონკრეტულ მეჩეთებსა და ასოციაციებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S