Accentnews.ge
"დილით გმირი იყო, საღამოს კი დაგვერია": რუსეთში ომიდან დაბრუნებული სამხედრო სკოლაში ვიზიტის შემდეგ გამვლელებს დაესხა თავს

"დილით გმირი იყო, საღამოს კი დაგვერია": რუსეთში ომიდან დაბრუნებული სამხედრო სკოლაში ვიზიტის შემდეგ გამვლელებს დაესხა თავს

16/11/2023 09:09:00 მსოფლიო

უკრაინის ომიდან რუსეთში შვებულებით დაბრუნებულმა სამხედრომ დიმიტრი კირიუხინმა სარატოვის ოლქის ქალაქ ატკარსკში რამდენიმე გამვლელი სცემა, რის შედეგადაც მათ სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა. რამდენიმე საათით ადრე კი "გამბედაობის გაკვეთილები" ჩაატარა ადგილობრივ სკოლაში, იუწყება ტელეგრამის–არხი "ოსტოროჟნო, ნოვოსტი".

მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც14 ნოემბრის საღამოს არის გადაღებული, ჩანს, რომ კირიუხინი გადმოდის მანქანიდან სოვეცკაიას ქუჩაზე, სადაც ის ცხოვრობს სახლთან, უმიზეზოდ ესხმის თავს ერთ–ერთ მეზობელს და სცემს მას გონების დაკარგვამდე. ხმაურზე მსხვერპლის ცოლი გამორბის და დახმარების გამოძახებას ცდილობს, მაგრამ სამხედრო მასაც სცემს. ის ასევე თავს ესხმის ქალს, რომელიც მისი მანქანიდან გადმოდის. შემდეგ კირიუხინი ყვირის, რომ შენობის ყველა მაცხოვრებელს დახოცავს.

ინციდენტის შემდეგ ნაცემი ცოლ–ქმარი თავის ქალას ტრავმით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ პოლიციაში იჩივლეს, მაგრამ შიშობენ, რომ დიმიტრი კირიუხინი ომში დაბრუნდება და სასჯელს გადაურჩება.

"დილით გმირი იყო, მაგრამ საღამოს დაგვერია. ჩვენ უბრალოდ მოვხვდით მისი მხედველობის არეში, არც ესმოდა ვის სცემდა და რატომ”,– ამბობს ნაცემი ქალი.

მედიის ცნობით, უკრაინის ომამდე კირიუხინი პოლიციაში მსახურობდა, საიდანაც ალკოჰოლის ბოროტად გამოყენების გამო გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან კონტრაქტი გააფორმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან და მსახურობდა სირიაში, რისთვისაც მიიღო მედალი „სამხედრო მამაცობისთვის“. სამხედრო მოსამსახურე უკრაინიდან 13 ნოემბერს დაბრუნდა. მეორე დღესვე ესტუმრა მე-6 სკოლას, სადაც ბავშვებს საომარ მოქმედებებში მონაწილეობის შესახებ უამბო.

„ბიჭებმა დაინახეს, რომ იქვე ცხოვრობენ ნამდვილი გმირები, რომ სიმამაცე, ვაჟკაცობა, სამშობლოს სიყვარული პატრიოტისა და რუსეთის ნამდვილი მოქალაქის თვისებებია“, - იტყობინება შეხვედრის შესახებ რაიონის გამგეობა, თუმცა შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ დუმს.

ბოლო დროს რეგულარულად ვრცელდება ცნობები უკრაინის ომიდან დაბრუნებულთა მიერ მძიმე დანაშაულების ჩადენის შესახებ, მათ შორის მკვლელობისა და გაუპატიურების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S