აშშ-ს სამხედრო გემმა წითელ ზღვაში იემენიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდო
16/11/2023 08:30:40 მსოფლიო
აშშ-ის სამხედრო გემმა USS Thomas Hudner–მა წითელ ზღვაში იემენიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდო. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს.
ოფიციალურმა პირებმა, რომლებიც "როიტერს" ანონიმურობის პირობით ესაუბრნენ, არ უთქვამთ, რამდენად მიუახლოვდა დრონი ამერიკულ გემს.
დაზვერვის პირველადი შეფასების მიხედვით, აღნიშნული დრონი, სავარაუდოდ, გემზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. მომხარის შემდეგ აშშ-ს არ დაუსახელებია დრონების გაშვებაში პასუხისმგებელი, თუმცა, ეს ინციდენტი მოხდა ერთი კვირის შემდეგ, რაც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მოძრაობამ წითელი ზღვის თავზე აშშ-ს დრონი ჩამოაგდო.MQ-9-ტიპის დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო, თუმცა, ჰუსიტები ამტკიცებენ, რომ ის არღვევა იემენის საჰაერო სივრცეს და სწორედ ამიტომ ჩამოაგდეს.
ამასთან, ოქტომბერში კიდევ ერთმა ამერიკულმა ხომალდმა გაანეიტრალა ჰუსიტებისმიერ იემენიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული ოთხი ფრთოსანი რაკეტა და 15 დრონი.
ოქტომბერს ბოლოს ისრაელმა ჩამოაგდო ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათთან, წითელი ზღვის რეგიონიდან გამოშვებული რაკეტა. გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ჰუსიტების მოძრაობამ თქვა, რომ ისრაელისკენ დრონები მათ გაუშვეს.


