Accentnews.ge
რუსეთში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

რუსეთში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი იყო

16/11/2023 07:33:02 მსოფლიო

16 ნოემბერს ღამით, რუსეთის ფედერაციის ვოლგოგრადის ოლქში, სოფელ კოტლუბანთან სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას რუსული გამოძება РБК გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვზე დაყრდნობით ავრცეელბს.

მისი ცნობით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ დაზიანებულა სამოქალაქო ობიექტები, ხოლო თავად ბაზაზე არსებული ვითარების შესახებ მას არ უსაუბრია.

რუსული ტელეგრამ–არხი "ბაზა" წერს, რომ ადგილობრივებმა აფეთქების ხმები გაიგეს. არის ვარაუდი, რომ საბრძოლო მასალამ განიცადა დეტონაცია. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

უკრაინაში კრემლის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, რუსეთში ხშირად ხდება აფეთქებები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S