Accentnews.ge
პირველად ისტორიაში, რუსეთის წარმომადგენელი UNESCO-ს აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს

პირველად ისტორიაში, რუსეთის წარმომადგენელი UNESCO-ს აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს

16/11/2023 07:16:19 მსოფლიო

ისტორიაში პირველად რუსეთის წარმომადგენელი გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO-ს) აღმასრულებელ კომიტეტში არ აირჩიეს,– იუწყება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

"რუსული გავლენის ეპოქა დასრულდა და ეს სამართლიანია. რუსი ტერორისტების ადგილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების სათავეში არ არის. რუსეთის საერთაშორისო როლი შემდგომში კიდევ უფრო დასუსტდება". – წერს ზელენსკი.

UNESCO-ს აღმასრულებელი საბჭო ორგანიზაციის სამი ძირითადი ორგანოდან ერთ-ერთია, რომელიც ბიუჯეტსა და საპროგრამო საქმიანობას განაგებს. საბჭო 58 წევრისგან შედგება, რომელსაც გენერალური კონფერენცია ირჩევს. საბჭოს წევრებს რეგიონების მიხედვით, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.

რუსეთი შედიოდა რეგიონში აღმოსავლეთი ევროპა, რომლის წევრებად სერბიის, ალბანეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის წარმომადგენლები აირჩიეს.

იხილეთ ასევე: პირველად ისტორიაში, რუსეთს ICJ–ში მოსამართლე არ ეყოლება

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S