Accentnews.ge
ჩინეთში ხანძარს სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში ხანძარს სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

16/11/2023 07:07:05 მსოფლიო

ჩინეთში ქვანახშირის კომპანიის ოფისში ხანძრის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა.

ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, ხუთშაბათს, დაახლოებით დილის 6:50 საათზე შანსის პროვინციაში, ოთხსართულიან საოფისე შენობაში გაჩნდა ხანძარი.

ამ დროისთვის შემთხვევის ადგილიდან 63 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათგან 51 კი ლიულიანგის რაიონის სახალხო საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი უცნობია და გამოძიება მიმდინარეობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S