ჩეხეთმა ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა
15/11/2023 19:14:31 მსოფლიო
ჩეხეთის მთავრობამ დღეს ქვეყანაში არსებული ყველა რუსული სახელმწიფო აქტივი გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩემი ინიციატივით, მთავრობამ დღეს დაამტკიცა ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსული სახელმწიფო აქტივების გაყინვა. კომერციული აქტივობები, რომლებიდანაც რუსეთი უკრაინელთა მკვლელობას აფინანსებს, აქ სრულდება", – აცხადებს ლიპავსკი.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას მალევე უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გამოეხმაურა. მან ჩეხეთს ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რუსული ფული უკრაინის აღდგენას უნდა მოხმარდეს.


