Accentnews.ge
სან-ფრანცისკოში აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება

სან-ფრანცისკოში აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება

15/11/2023 18:46:37 მსოფლიო

სან-ფრანცისკოში აშშ–ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა იმართება. უცხოური მედიის ცნობით, ჯო ბაიდენი და სი ძინპინი, მათ შორის სამხედრო კონფლიქტებთან, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან, ხელოვნურ ინტელექტსა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. არსებული მოლოდინებით, აშშ და ჩინეთი აღნიშნულ თემებზე მნიშვნელოვან შეთანხმებებს მიაღწევენ.

როგორც დასავლური მედია იუწყება, მიუხედავად ამისა, ოფიციალური პირების მოლოდინებით, გარკვეულ თემებზე ბაიდენი და ძინპინი, სავარაუდოდ, ვერ შეთანხმდებიან. მათ შორისაა ტაივანისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის საკითხი, ისრაელ-"ჰამასის" ომი, რუსეთის ომი უკრაინაში, ჩრდილოეთ კორეა და ადამიანის უფლებები.

აღსანიშნავია, რომ სი ძინპინი 2017 წლის შემდეგ პირველადაა შტატებში. იგი აზიის წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის (APEC) ყოველწლიურ სამიტს ესწრება.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს სურს, გავლენა მოახდინოს ძინპინზე, რათა ამ უკანასკნელმა მოუწოდოს ირანს, უარი თქვას პროვოკაციულ ნაბიჯებსა და ისრაელ-"ჰამასის" ომში ირანული ძალების შეყვანაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S